პერუში მსხვერპლად შეწირული ბავშვების მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს | Allnews.Ge

პერუში მსხვერპლად შეწირული ბავშვების მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

პერუს ჩრდილოეთში მსხვერპლად შეწირული ბავშვების მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. ამის შესახებ სააგენტო EFE-ს პერუელმა არქეოლოგმა ფერენ კასტილიომ განუცხადა.

მისი თქმით, საუბარია 110 ბავშვის სამარხზე, რომელიც ლა-ლიბერტადის რეგიონში ჩატარებული გათხრების დროს აღმოაჩინეს.

"რამდენიმე თვის წინ უანჩაკიტოში ნაპოვნი 140 ბავშვის ნეშტის შემდეგ ახლა ჩვენ მსხვერპლად შეწირული კიდევ 110 ბავშვის ნეშტი აღმოვაჩინეთ", - განაცხადა კასტილიომ.

არქეოლოგების ინფორმაციით, სამარხი ჩიმუს უძველესი კულტურის ეპოქით თარიღდება და სავარაუდოდ, ბავშვები მსხვერპლად კლიმატური მოვლენის გამო შეწირეს. მათი თქმით, ბავშვების მასობრივი მკვლელობით ადგილობრივი მოსახლეობა ღმერთებს წვიმების შეწყვეტას სთხოვდა.

myquiz