დონალდ ტრამპს ოფიციალური დოკუმენტების დახევა უყვარს | Allnews.Ge

დონალდ ტრამპს ოფიციალური დოკუმენტების დახევა უყვარს

მათ არასდროს უფიქრიათ, რომ თეთრ სახლში მათი მთავარი მოვალეობა პრეზიდენტის მიერ დახეული დოკუმენტების შეწებება იქნებოდა.

სოლომონ ლარტეიმ და რეჯინალდ იანგმა Politico-სთან საუბარში დაადასტურეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში მათი სამუშაო იყო იმ დოკუმენტების შეწებება, რომლებიც არქივისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა დონალდ ტრამპი პერმანენტულად ანადგურებს.

ჩანაწერების მართვის ანალიტიკოსებს საპრეზიდენტო დოკუმენტების სათანადოდ დახარისხებისა და ეროვნული არქივისთვის შენახვისთვის წელიწადში 60 000 დოლარზე მეტს უხდიდნენ, სანამ ისინი სამსახურიდან მოულოდნელად გაათავისუფლეს.

"ჩემს ხელმძღვანელს შევხედე და ვკითხე, მეხუმრებოდნენ თუ არა. ვუთხარი, რომ წელიწადში 60 ათას დოლარს გამოვიმუშავებდით და ფურცლების შეწებებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი საქმე უნდა გვეკეთებინა",- აღნიშნა იანგმა.

Politico-სთან საუბარში მათ აღნიშნეს, რომ თეთრ სახლში მათი მოულოდნელი გათავისუფლების მიზეზი არ უთქვამთ. თუმცა ისინი აღნიშნავენ, რომ მათი მოვალეობა რადიკალურად მაშ შემდეგ შეიცვალა, რაც თეთრ სახლში დონალდ ტრამპი მივიდა, რომელსაც საქმის დასრულების შემდეგ მნიშვნელოანი დოკუმენტების დახევისა და დაქუცმაცების ჩვევა აქვს.

საპრეზიდენტო დოკუმენტების შესახებ კანონის თანახმად, დოკუმენტების შენახვა ისტორიული მიზნებისთვის აუცილებელია.

თუმცა თეთრი სახლის თანამშრომლებს გაუჭირდათ დაერწმუნებინათ ტრამპი, რომ უარი ეთქვა დოკუმენტების დახევის ჩვევაზე, ამიტომ ალტერნატივის თვალსაზრისით მათ იატაკზე მიმოფანტული დოკუმენტების ნაწილების შეგროვება და შესაწებებლად მათი გაგზავნა მოუხდათ.

სოლომონ ლარტეი და რეჯინალდ იანგი ამბობენ, რომ სახელმწიფო სამსახურის მრავალწლიანი სტაჟის განმავლობაში მათ მოვალეობაში ფურცლების შეწებების მსგავსი ამოცანა არასდროს ყოფილა.

myquiz