ვეშაპი 80 პოლიეთილენის პარკის გადაყლაპვის შემდეგ დაიღუპა | Allnews.Ge

ვეშაპი 80 პოლიეთილენის პარკის გადაყლაპვის შემდეგ დაიღუპა

სამხრეთ ტაილანდში ვეშაპი 80 პოლიეთილენის პარკის გადაყლაპვის შედეგად მოკვდა.

მუცლის ღრუში არსებული პარკები სულ 8 კილოგრამს იწონიდა, მისი გადაყლაპვის შემდეგ ვეშაპმა კვება შეწყვიტა.

მამრი ვეშაპი, რომელიც პოლიეთილენის პარკების გადაყლაპვის შედეგად ავად გახდა, ცურვა ვეღარ შეძლო და სიკვდილის პირას აღმოჩნდა, გასულ ორშაბათს აღმოაჩინეს.

გარემოს დამცველებმა ვეშაპის დასახმარებლად ნავებით შეცურეს და დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ცდილობდნენ მის დახმარებას, თუმცა უშედეგოდ.

ერთ-ერთმა საზღვაო ბიოლოგმა სააგენტო France-Presse-ს განუცხადა, რომ ვეშაპის სხეულში იმდენი პოლიეთილენის პარკი იყო დაგროვილი, რომ საკვების მიღებას საერთოდ ვერ ახერხებდა, - "კუჭში რომ 80 პოლიეთილენის პარკი გქონდეს, შენც მოკვდები", - განაცხადა მან.

როგორც BBC იუწყება, ტაილანდი პოლიეთილენის პარკების მოხმარებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ქვეყანაა, თუმცა მთავრობამ მათზე ბაჟის დაწესება დააანონსა. ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ ზღვაში ყოველწლიურად ასობით ცოცხალი არსება პოლიეთილენის ნარჩენების გამო კვდება.

ვეშაპი 29 კილოგრამი პლასტმასის ნარჩენების გადაყლაპვის შედეგად დაიღუპა

myquiz