სერგეი სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერეს | Allnews.Ge

სერგეი სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერეს

ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერეს, - იუწყება ტელეკომპანია Sky News. შეგახსენებთ, რომ ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ბრიტანეთში 4 მარტს მოწამლეს. ამის გამო, დიდმა ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც რუსეთმა 23 ბრიტანელი დიპლომატის გაძევებით უპასუხა. რუსი დიპლომატები გააძევეს მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.

დიპლომატების გაძევებას მოსკოვმა სარკისებრი ზომებით უპასუხა.

ლონდონი ამტკიცებს, რომ სკრიპალის მოწამლვაში რუსეთის სახელმწიფოა დამნაშავე, თუმცა მოსკოვი ბრალდებას უარყოფს.

myquiz