რუსეთში დღეს პუტინის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება | Allnews.Ge

რუსეთში დღეს პუტინის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება

რუსეთში დღეს ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ცერემონია ტრადიციული სცენარის მიხედვით ჩატარდება.

"პრეზიდენტი თავისი კაბინეტიდან (კრემლის პირველ კორპუსში) კრემლის დიდ სასახლეში გაემართება, სადაც ფიცს დადებს", - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

მისივე თქმით, ფიცის დადების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ტაძრის მოედანზე გავა, სადაც კრემლის პოლკის აღლუმის დათვალიერება გაიმართება.

ცერემონიაზე მიწვეულნი არიან პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირები, სხვადასხვა მოძრაობებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს საარჩევნო კამპანიისას ეხმარებოდნენ.

ინაუგურაციის ცერემონია ადგილობრივი დროით 12:00 საათზე დაიწყება.

2018 წლის 18 მარტს გამართულ არჩევნებზე ვლადიმერ პუტინმა პირველივე ტურში გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 76,69% მიიღო.

myquiz