რიო-დე-ჟანეიროს აეროპორტში მებაჟეებმა 50 კგ ასაფეთქებელი და 100 კგ ჰეროინი აღმოაჩინეს | Allnews.Ge

რიო-დე-ჟანეიროს აეროპორტში მებაჟეებმა 50 კგ ასაფეთქებელი და 100 კგ ჰეროინი აღმოაჩინეს

ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს აეროპორტში მებაჟეებმა ჩინეთიდან მომავალ ტვირთში 50 კილოგრამი ასაფეთქებელი და 100 კილოგრამი ჰეროინი აღმოაჩინეს.

ტელეარხ Globovision-ის ინფორმაციით, აღნიშნული ტვირთი აეროპორტში ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში, დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზების გამო დააკავეს, თუმცა საბაჟომ მისი შიგთავსის შემოწმება მხოლოდ ახლა გადაწყვიტა.

საბოლოო ჯამში, დეკლარაციაში მითითებული მედიკამენტების დასამზადებლად საჭირო ქიმიური ნივთიერებების ნაცვლად, კასრებში ნარკოტიკები და ასაფეთქებელი აღმოჩნდა.

myquiz