დაკარგული მილიარდები, გაუფასურებული რუბლი და ჩამოშლილი ბირჟა - რა ხდება რუსეთში აშშ-ის სანქციების შემდეგ? | Allnews.Ge

დაკარგული მილიარდები, გაუფასურებული რუბლი და ჩამოშლილი ბირჟა - რა ხდება რუსეთში აშშ-ის სანქციების შემდეგ?

ამერიკის შეერებულმა შტატებმა რუსი ბიზნესმენებისა და კომპანიების წინააღმდეგ ახალი სანქციები 6 აპრილს დააწესა. ამ პერიოდის განმავლობაში აშშ-ის ახალი სანქციების სიაში მოხვედრილმა რუსმა ოლიგარქებმა და კომპანიებმა უკვე მილიარდობით დოლარი დაკარგეს.

პერსონალური სანქციები 7 რუს ბიზნესმენს, საჯარო მმართველს, მაღალჩინოსანსა და ზოგიერთ კომპანიას დაუწესდა.

"ეს საკმაოდ ახალი მოვლენაა" - დაახასიათა აღნიშნული პროცესები რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდინვანმა დიმიტრი პესკოვა და დაამატა, რომ ხელისუფლება ყველა შესაძლო ღონეს ხმარობს შედეგების შერბილებისა და მინიმიზაციისთვის. პესკოვის განმარტებით, სანქციებთან დაკავშირებული ვითარება საკმაოდ სკანდალურია მისი არალეგალურობიდან გამომდნარე.

Forbes-ის რეიტინგიდან ირკვევა, რომ რუსი მილიარდერები ამ დროისთვის ანტირეიტინგის ლიდერები არიან, დაკარგული ქონების მოცულობის გათვალისწინებით. მხოლოდ ორშაბათს ნახევარ დღეში სანქიების ახალ სიაში მოხვედრილებმა მთლიანი ქონებიდან თითქმის 3 მილიარდი დოლარი დაკარგეს. თუ მხედველობაში ყველა ოლიგარქს მივიღებთ, მათაც კი რომლებსაც სანქციები არ შეხებიათ, მაშინ 54 ბიზნესმენის საერთო დანაკარგი დაახლოებით 14 მილიარდ დოლარს შეადგინს.

BBC-ის ინფორმაციით, მოსკოვის საფონდო ბირჟაზე - ჩამოშლაა, მოსკოვის ბირჟის ინდექსი 14:36-მდე შემცირდა, ანუ თითქმის 7%-ით. ლონდონის ბირჟაზე ფაქტობრივად ყველა რუსული კომპანიის ფასი ეცემა, მათ შორის, "ლუკოილის", "ნოვატეკის", НЛМК-ის, "ფოსარგოს", "როსნეფტის" და სხვა.

რუსეთში კი "სბერბანკის", "გაზპრომის", "ლუკოილის", "ალროსას", "როსნეფტის", "ნორილსკის ნიკელის" აქციის ფასი პერმანენტულად ეცემა.

ორშაბათს რუსული რუბლის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებითაც დაეცა. გასული წლის 16 ნოემბრის შემდეგ პირველად დოლარი 60 რუბლზე ძვირი ღირს. ევრო კი 2 რუბლზე მეტით გაძვირდა და მოცემული მომენტისთვის 74 რუბლზე ძვირია, რაც 2016 წლის 4 აგვისტოს შემდეგ პირველად მოხდა.

რატომ ეცემა ყველაფრის ფასი?

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ გზით ინვესტორები რისკის მინიმალიზაციას ცდილობენ. ინვესტორები და სანქციების ახალ სიაში მოხვედრილი კომპანიების პარტნიორები ვალდებულები არიან მიმდინარე წლის 5 ივნისამდე ყველა არსებული კონტრაქტი გაწყვიტონ 12 კომპანიასთან, რომლებსაც რუსი ბიზნესმენები, ოლეგ დერიპასკო, ვიქტორ ვექსელბერგი, იგორ როტენბერგი და კირილ შამალოვი აკონტროლობენ. აღნიშნული რეგულაცია ეხება არა მხოლოდ ამერიკელ მოქალაქეებსა და კომპანიებს, არამედ მესამე ქვეყნების ინვესტორებსა და პარტნიორებსაც. ინვესტორები ასევე ვალდებულები არიან 7 მაისამდე შეწყვიტონ En+, ГАЗа და "Русала-ს აქციებთან და ვალდებულებებთან დაკავშირებული ოპერაციები.

როგორ აისახა აღნიშნული რეგულაციები რუსი მილიარდერების ბიზნესებზე?

ოლეგ დერიპასკა, Forbes-ის რუსული სიის 23-ე ადგილზე მყოფი ბიზნესმენი და მასთან დაკავშირებული 8 კომპანია.

სანქციები აღნიშნულ ოლიგარქს პერსონალურად შეეხო, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალა, ქვეყანაში არსებული მისი აქტივები კი გაიყინა. Forbes-ის მონაცემების თანახმად, მოცემული მომენტისთვის თავისი ქონების თითქმის მეოთხედი დაკარგა.

გასულ წელს ის Forbes-ის მილიარდერთა სიაში 23-ე ადგილს იკავებდა, ახლა კი დანაკარგის გათვალისწინებით ის შესაძლოა 29-ე ადგილზე აღმოჩნდეს. ჯერჯერობით სანქციების შედეგად ყველაზე მეტად კომპანიები "Русал" и En+ დაზარალდნენ.

ვიქტორ ვექსელბერგი Forbes-ის რუსული სიის 10-ე ადგილზე მყოფი ბიზნესმენი და მასთან დაკავბშირებული კომპანია "რენოვა".

Forbes-ის მონაცემების თანახმად ვექსელბერგმა 932 მილიონი დოლარი დაკარგა (6,4%). გარდა ამისა ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ რენოვა შვეიცარიის მანქანათმშენებელ კომპანია Sulzer-ში კონტროლს დაკარგავს, რომელიც ამერიკული სანქციების გამო 5 მილიონის ღირებულების თავის აქციებს გამოისყიდის, შესაბამისად რონოვას წილი 48,83 %-მდე შემცირდება.

სულეიმან კერიმოვი, Forbes-ის რუსული სიის 21-ე ადგილზე მყოფი ბიზნესმენი

სანქციების ახალი სიის გამოქვეყნების მომენტიდან კერიმოვმა 921 მილიონი დოლარი დაკარგა. მისი ოჯახი ოქროსმომპოვებელ კომპანია "პოლუსს" აკონტროლებს. ლონდონის ბირჟაზე მოსკოვის დროით 14:00 საათზე კომპანიის აქციების ფასი 14%-ით დაეცა, მოსკოვში კი თითქმის 10%-ით.

ანდრეი კოსტინი, ВТБ-ის ხელმძღვანელი

იანვრის დასასრულს სახელმწიფო ბანკ ВТБ-ის ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი "ბლუმბერგთან" საუბარში ამბობდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სანქციების გამკაცრების მორიგი რაუნდი ეკონომიკური ომის გამოცხადების ტოლფასი იქნებოდა. 6 აპრილს ის სანქციების ახალ სიაში შეიყვანეს.

"მე არ განვიხილავ ამ სანქციებს როგორც პერსონალურს, რადგან ამერიკისთვის და ამერიკული ინტერესებისთვის არაფერი ცუდი არ გამიკეთებია. ყოველთვის ვცდილობდი კარგი საქმიანი ურთიერთობა მქონოდა ამერიკულ ბანკებთან და ინვესტორებთან", - ასეთი კომენტარი გააკეთა ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე ანდრეი კოსტინიმ CNN-ისთის მიცემულ ინტერვიუში.

მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი ბანკის წინააღმდეგ ამერიკული სანქციები 2014 წელს გატარდა. ორშაბათს მოსკოვის ბირჟაზე ბანკის აქციები 10%-ით დაეცა.

ვლადიმერ ბოგდანოვი, Forbes-ის რუსული სიის 49-ე ადგილზე მყოფი ბიზნესმენი

ამერიკული სანქციების ახალი რაუნდის შედეგად მან 58 მილიონი დოლარი დაკარგა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, რუსი მილიარდერი სანქციების ახალ სიაში მოხვდა, რადგან რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში მუშაობს. ის Сургутнефтегаз-ის დირექტორი და აქციონერია. ეს რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნავთობკომპანიაა. თავად კომპანია სანქციების ზემოქმედების ქვეშ 2014 წლის სექტემბერში აღმოჩნდა.

სხვა რუსი ოლიგარქები

საფონდო ბირჟაზე არსებული პანიკისა და რუსული აქტივების გაყიდვის გამო დანაკარგს სხვა რუსი ოლიგარქებიც განიცდიან, მათ შორის ისინი, რომლებსაც სანქციები უშუალოდ არ შეხებიათ. მაგალითად Евраз-ის აქციონერების რომან აბრამოვიჩისა და ალექსანდრ აბრამოვის ქონება უკვე დღის პირველ ნახევარში შესაბამისად 700 და 452 მილიონი დოლარით შემცირდა, ვლადიმერ პოტანინმა კი უკვე 1,5 მილიარდი დოლარი დაკარგა.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ხელისუფლება დაზარალებულ კომპანიებსა და ოლიგარქებს კაპიტალის დაბრუნებაში დაეხმარება. Ведомости-ს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მათ შეჰპირდა, რომ მთავრობის წევრებს ოლიგარქების მხარდაჭერის გეგმის შემუშავებას დაავალებდა. გამოცემა არ გამორიცხავს, რომ დაზარალებულებს თავად პრეზიდენტიც შეხვდეთ.

Ведомости-მ გაიგო, როგორ შეიძლება აღმოუჩინონ დახმარება და მხარდაჭერა აშშ-ს სანქციების ახალ სიაში მოხვედრილებს. გამოცემის ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთის ტერიტორიაზე სპეციალური რეჟიმის მქონე ორი ტერიტორიის შექმნის პროექტს განიხილავენ. გამოცემის თქმით, ამ პროექტში ოფშორების ნიშნები იკვეთება. Ведомости-ს ინფორმაციით, პროექტს დიდი ხანია განიხილავენ, თუმცა, სანქციების გამკაცრების პარალელურად მასზე საუბარი გააქტიურდა.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მიერ დაწესებულ სანქციებს აშშ-ში ერთსულოვანი კმაყოფილებით შეხვდნენ, კრიტიკამ მაინც გაიჟღერა. აშშ-ში უკმაყოფილოები დარჩნენ, რომ სანქციები თავად კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს არ შეეხო და დაუყოვნებლივ არ იქნა შემოღებული, რამაც ოლიგარქებს მეტ-ნაკლებად მომზადების შესაძლებლობა მისცა და შედეგი იმდენად შთამბეჭდავი არ აღმოჩნდა, როგორსაც ოკეანის გაღმა ელოდნენ. გარდა ამისა, მედიის ცნობით, ამერიკელები იმედგაცრებულები არიან იმით, რომ თავად დონალდ ტრამპს ერთი უარყოფითი შეფასება არ წამოსცდენია პუტინის მისამარით, ჯერ კიდევ გეგმავს მასთან პირად შეხვედრასა და იმედი აქვს, რომ ამერიკასა და რუსეთს ნორმალური ურთიერთობა ექნება.

მედიის ცნობით, ზოგიერთ ანალიტიკოსს ეჭვი ეპარება, რომ რუს ოლიგარქებზე დაწესებული სანქციები საერიოზულ გავლენას იქონიებს პუტინზე. სწორედ ამ სათაურით გამოქვეყნა სტატია "ენ-ბი-სის" კორესპოდენტმა ალექსანდრ სმიტმა. სადაც ავტორი აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რუსეთის წინააღმდეგ გატარებულ ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ ზომად მიიჩნევს, თუმცა ექსპერტების მოსაზრებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში, ეს იმხელა გავლენას არ იქონიებს კრემლის ლიდერზე, რომ მან საკუთარი პოლიტიკა და კურსი შეიცვალოს.

myquiz