ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა "ისლამური სახელმწიფოს" მეთაურის უახლოესი მოკავშირე მურად მარგოშვილი გაანადგურა | Allnews.Ge

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა "ისლამური სახელმწიფოს" მეთაურის უახლოესი მოკავშირე მურად მარგოშვილი გაანადგურა

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, "ისლამური სახელმწიფოს" მეთაურის, აბუ ბაქრ ალ ბაღდადის უახლოესი მოკავშირე გაანადგურა, - იუწყება ტელეარხი Al Sumaria.

ტელეარხის მონაცემებით, "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის მარჯვენა ხელის აბუ-ვალიდ აშ-შიშანის (მურად მარგოშვილი) ლიკვიდირება ქალაქ კირკუკის შემოგარენში მოხდა. ინფორმაციის თანახმად, ოპერაციის მსვლელობისას ძალოვანებმა შეძლეს დოკუმენტების აღმოჩენა, რომლებიც ტერორისტული დაჯგუფების სხვა ლიდერებზე შეიცავს ინფორმაციას.

"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ერაყის ნაწილის ოკუპირება 2014 წლის ზაფხულში შეძლეს. ამავე წლის ივნისში ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი მოსული ჩაიგდეს ხელში და "ხალიფატის" დედაქალაქად გამოაცხადეს. 2015 წელს, საერთაშორისო კოალიციის მხარდაჭერით, ერაყის მთავრობამ ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო წართმეული ტერიტორიების დასაბრუნებლად. 2017 წლის დეკემბერში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჰეიდარ ალ-აბადიმ ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" საბოლოო დამარცხების შესახებ განაცხადა.

როგორ დაიწყო ყველაფერი და რა ტერიტორიებს აკონტროლებს "ისლამური სახელმწიფო" დღეს - იხილეთ რუკა

myquiz