დონალდ ტრამპი - უეჭველი ჩანს, რომ სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმის უკან რუსები დგანან | Allnews.Ge

დონალდ ტრამპი - უეჭველი ჩანს, რომ სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმის უკან რუსები დგანან

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩანს, რომ რუსები პასუხისმგებლები არიან ყოფილი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეში. The Hill-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მან თეთრ სახლში ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა.

"ვესაუბრე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს და ჩვენ ვართ ღრმა დისკუსიებში - ძალიან სამწუხარო ვითარებაა. უეჭველად ჩანს, რომ ამის უკან რუსები დგანან. ეს არის ის, რაც არასოდეს უნდა მომხდარიყო და ამას ძალიან სერიოზულად ვუდგებით", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

როგორც ცნობლია, დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს და რუსეთთან მაღალ დონეზე ყველა სახის დიპლომატიურ კავშირს წყვეტს, რაც რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლას უკავშირდება.

myquiz