გერმანიის მომავალი შს მინისტრი - დეპორტაციის შემთხვევები მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს | Allnews.Ge

გერმანიის მომავალი შს მინისტრი - დეპორტაციის შემთხვევები მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს

გერმანიამ უნდა დააჩქაროს იმ უცხოელების დეპორტაციის პროცესი, რომლებსაც გერმანიაში ყოფნის უფლება არ აქვთ, - ამის შესახებ გამოცემა Bild am Sonntag-ს ჰორსტ ზეეჰოფერმა განუცხადა, რომელიც მომდევნო კვირას შს მინისტრის პოსტს დაიკავებს.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გერმანიის შს სამინისტრო უახლოეს პერიოდში სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.

"თანამდებობის დაკავების შემდეგ მე შევკრებ შს სამინისტროს თანამშრომლებს, რათა შევიმუშაოთ თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების დაჩქარებული განხილვისა და შემდგომი გაძევების სტრატეგია. დეპორტაციის შემთხვევები მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს. ჩვენ განსაკუთრებით მკაცრად უნდა ვიმოქმედოთ დამნაშავეებსა და პოტენციურ ტერორისტებთან მიმართებაში",- აღნიშნა ჰორსტ ზეეჰოფერმა.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, შარშან გერმანიაში 200 ათასი უცხოელი იმყოფებოდა, რომლებსაც ამ ქვეყანაში ყოფნის უფლება არ ჰქონდათ.

გერმანია რამდენიმე წლით შენგენის ზონაში შესვლას აუკრძალავს იმ პირებს, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფარზე

myquiz