დაავადება, რომელსაც საშიში ეპიდემიის გამოწვევა შეუძლია | Allnews.Ge

დაავადება, რომელსაც საშიში ეპიდემიის გამოწვევა შეუძლია

მიმდინარე წლის დასაწყისიდან ნიგერია სასიკვდილო ვირუსმა მოიცვა. ლასას ცხელება ერთ-ერთია იმ დაავადებებს შორის, რომლებსაც საშიში ეპიდემიის გამოწვევა შეუძლია, ამ დაავადების წინაღმდეგაც ვაქცინა არ არსებობს.

ლასას ცხელება ახალი დაავადება არ არის, თუმცა მისი უკანასკნელი გამოვლენა უპრეცედენტო იყო და აქამდე დაფიქსირებულ შემთხვევებთან შედარებით გაცილებით სწრაფად და დიდ ტერიტორიაზე გავრცელდა.

მედიკოსები გადატვირთულ რეჟიმში მუშაობენ, თუმცა, სამწუხაროდ, რამდენიმე მათგანიც კი დაინფიცირდა და სიცოცხლე ფატალურად დაასრულა.

დაავადება ვირუსული ჰემორაგიული ცხელების სახელითაცაა ცნობილი და მას ბევრი ორგანოს დაზიანება შეუძლია.

მისი მკურნალობა საკმაოდ რთულია. ადამიანების უმეტესობას, ვინც აღნიშნული ვირუსით დაინფიცირდა მხოლოდ ისეთი მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდა, როგორიც სიცხე, თავის ტკივილი და ზოგადი სისუსტეა, ზოგიერთს კი საერთოდ არ ჰქონდა არანაირი სიმპტომი.

რიგ შემთხვევაში ვირუსი სიმპტომებით სხვა მომაკვდინებელი ვირუსით გამოწვეულ სიმპტომებს ემსგავსება, მაგალითად, ებოლას სიმპტომებს და დაინფიცირებულ ადამიანს შეიძლება ცხვირიდან ან პირიდან სისხლდენა დაეწყოს.

ლასას ცხელებას ფატალური შემთხვევების მაჩვენებელი, როგორც წესი, 1%-ს არ აღემატება, თუმცა ნიგერიაში მომხდარი ვირუსული აფეთქების დროს დაინფიცირებულთა 20% გარდაიცვალა- აღნიშნულ ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაავადებით 90 ადამიანი დაიღუპა, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო მაღალია, რადგან ლასას ცხელების დიაგნოსტირება ძალიან რთულია.

მედიკოსების თქმით, ორსულები, რომლებიც ლასას ცხელებით დაინფიცირდებიან 80%-იანი ალბათობით ბავშვს დაკარგავენ ან თავადაც დაიღუპებიან.

საწყის ეტაპზე ამ დაავადებების განსხვავება ძალიან რთულია მალარიისგან. იმის გამო, რომ არ არსებობს დაავადების გამოვლენისთვის წინასწარ არსებული რაიმე სახის ტესტი, აუცილებელია სისხლის ან ქსოვილის ანალიზის აღება, რომლის გამოკვლევაც სპეციალურად აღჭურვილ რამდენიმე ლაბორატორიაში ხდება.

დაავადება პირველად ნიგერიაში 1969 წელს აღმოაჩინეს, თუმცა ამის შემდეგ ის სწრაფად გავრცელდა დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში და მოედო განას, მალისა და სიერა-ლეონესაც.

დაავადების ძირითად გადამტანებად ვირთხები მიიჩნევიან, თუმცა ის ადამიანიდან ადამიანზე უშუალო კონტაქტისასაც გადადის, ანუ თუ დაინფიცირებულ ადამიანს შესაბამისი აღჭრვილობის გარეშე მოუვლი, არსებობს დიდი რისკი იმის, რომ თავადაც დაინფიცირდე.

ნიგერიის მედიკოსები ცდილობენ გაიგონ, რჩება თუ არა ლასა ისევე როგორც ებოლა სხეულში მკურნალობის კურსის შემდეგაც. დაავადების გაკონტროლების მიზნით, ჩატარებულ სამუშაოებში ნიგერიის ჯანდაცვის უწყებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც ეხმარება.

myquiz