ესპანეთში თაღლითობის, ძარცვისა და ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს | Allnews.Ge

ესპანეთში თაღლითობის, ძარცვისა და ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ესპანეთში თაღლითობის, ძარცვისა და ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე ქალი და სამი ესპანელი მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ კატალონიის ეროვნული პოლიცია იუწყება.

მათი ინფორმაციით, სახლებში შესაღწევად დაკავებული პირები თავს გაზის კომპანიის თანამშრომლებად ასაღებდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის მსხვერპლნი ხდებოდნენ ასაკოვანი, მარტოხელა, ხშირ შემთხვევაში - ალცჰეიმერით ან პარკინსონით დაავადებული პირები.

საქართველოს მოქალაქე ქალი სატელეფონო ოპერატორის როლს ასრულებდა, ურეკავდა მსხვერპლს და თითქოსდა გაზის კომპანიის თანამშრომლების მისვლის შესახებ ატყობინებდა.

myquiz