აშშ-ში 11 ქვეყნიდან ლტოლვილების შესვლაზე მოქმედი სრული აკრძალვა გაუქმდა | Allnews.Ge

აშშ-ში 11 ქვეყნიდან ლტოლვილების შესვლაზე მოქმედი სრული აკრძალვა გაუქმდა

აშშ-ში 11 ქვეყნიდან ლტოლვილების შესვლაზე მოქმედი სრული აკრძალვა გაუქმდა, ამის ნაცვლად ლტოლვილებს უფრო დეტალური შემოწმება ჩაუტარდებათ. ამის შესახებ "დოიჩე ველე" აშშ-ს შიდა უსაფრთხოების სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

2017 წლის ოქტომბერში აშშ-მ ლტოლვილების მიღება განაახლა, თუმცა, 11 ქვეყნის მოქალაქეებს აკრძალვა ეხებოდა, ვინაიდან ისინი "ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ". ამ 11 ქვეყნის ოფიციალური ჩამონათვალი არსად გამოქვეყნებულა.

ლტოლვილთა უფლებების დაცვის ორგანიზაციების ინფორმაციით, საუბარი იყო ეგვიპტეზე, ირანზე, ერაყზე, მალიზე, ჩრდილოეთ კორეაზე, სომალიზე, სამხრეთ სუდანზე, სირიაზე, ლიბიაზე, სუდანზე და იემენზე.

myquiz