ლიბიაში ტერაქტის შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა | Allnews.Ge

ლიბიაში ტერაქტის შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა

ლიბიის ქალაქ ბენღაზიში ტერაქტის შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა და 71 დაშავდა. ამის შესახებ ტელეარხი "ალ-არაბია" იუწყება.

ბენღაზის ყველაზე დიდ მეჩეთთან 30 წუთის ინტერვალით ორი დანაღმული ავტომობილი მაშინ აფეთქდა, როდესაც ლოცვის შემდეგ მორწმუნეები მეჩეთიდან გამოდიოდნენ.

ტელეარხის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაშავდა ლიბიის კონტრდაზვერვის მეთაური მაჰდი ფალაჰი.

ადგილობრივი გამოცემა "ალ-მარსადის" ინფორმაციით კი, აფეთქებას ლიბიის ჯარის ერთ-ერთი მეთაური აჰმედ ალ-ფეიტარი ემსხვერპლა.

myquiz