საფრთხეები, რომლებიც 2018 წელს მსოფლიოს ელოდება | Allnews.Ge

საფრთხეები, რომლებიც 2018 წელს მსოფლიოს ელოდება

"მოდით ვიყოთ გულწრფელები: 2018 წელი მთლად კარგად არ გამოიყურება"- დაწერეს ევრაზიის ჯგუფის პრეზიდენტმა იან ბრემერმა და თავმჯდომარემ კლიფ კუპჩანმა "მთავარი რისკების" ყოველწლიურ ანგარიშში.

"დიახ, ბაზრები იზრდება და ეკონომიკური მდგომარეობა არ არის ცუდი, მაგრამ მოსახლეობა გაყოფილია, ხელისუფლებები მმართველობაში მოიკოჭლებენ და გლობალური წესრიგი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას",- აღნიშნეს ბრემერმა და კუპჩანმა.

ისინი 2018 წლის იმ მთავარ რისკებს გვთავაზობენ, რომლებიც დაკავშირებულია, როგორც ცალკეულ ქვეყნებთან, ასევე საერთო გამოწვევებთან. ესენია:

ჩინეთის სურვილი დაიკავოს გლობალური ლიდერის პოზიცია

რისკებს შორის პირველ ადგილას ჩინეთის მზარდი პოტენციალია დასახელებული და მისი მცდელობა, რომ გლობალური ლიდერის პოზიციაზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დატოვებული სიცარიელე შეავსოს.

ევრაზიის ჯგუფის მოსაზრებით, სი ძინპინი მაო ძედუნის შემდეგ, ჩინეთის ერთ-ერთი უძლიერესი პრეზიდენტია. ბრემერმა და კუპჩანმა ასევე აღნიშნეს, რომ სულ უფრო მეტი ქვეყანა იხრება ჩინეთისკენ იმის გამო რომ ეს ქვეყანა უბრალოდ არ ერევა სხვა სახელმწიფოების საქმეებში.

"პოლიტიკური უთანხმოებისა და ვაშინგტონის დისფუნქციის პირობებში, ჩინეთის ხელისფლებამ ქვეყნის საგარეო შესაძლებლობებს გადახედა, ახალი წესები შემოიტანა და მსოფლიოში ყველაზე ეფექტური საერთაშორისო ვაჭრობა და ინვესტირების სტრატეგია განავითარა"- ნათქამია ანგარიშში.

საერთაშორისო მასშტაბური კონფლიქტი

ევრაზიის ჯგუფის ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, მოხდეს შემთხვევა, რაც გლობალურ კონფლიქტამდე მიგვიყვანს.

"9/11 -ის შემდეგ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური კრიზისი არ ყოფილა და არც ერთი კრიზისი არ გამოუწვევია ხელისუფლებებს ხელოვნურად კუბის კრიზისის შემდეგ", - განმარტეს ბრემერმა და კუპჩანმა, თუმცა ანალიტიკოსების თქმით, ახლა მსოფლიოში ძალიან ბევრი ისეთი ცხელი წერტილია, სადაც ერთ მცირე ცდომილებასაც კი სერიოზული საერთაშორისო კონფლიქტის გამოწვევა შეუძლია.

ექსპერტებმა ყველაზე დიდი რისკის არეალებად კორეის ნახევარკუნძული, სირია, აღმოსავლეთი ევროპა და ერაყი დაასახელეს. ანალიტიკოსების ყურადღების მიღმა არც ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების მსოფლიოში გაბნევა და კიბერსფეროში არსებული კონკურენცია დარჩენილა.

ტექნოლოგიური კონკურენცია

ევრაზიული ჯგუფის თქმით, ეკონომიკური ძალაუფლებისთვის გაჩაღებული ბრძოლა, საბოლოოდ, ქვეყნების მიერ ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებით გვირგვინდება, როგორიც მაგალითად ხელოვნური ინტელექტია.

ბრემერისა და კუპჩანის განმარტებით, ამ მხრივ მთავარ კონკურენციას ერთმანეთს ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი უწევენ და ისინი შეეცდებიან პირველობა მოიპოვონ განსაკუთრებით აფრიკაში, ინდოეთში, ბრაზილიასა და ევროპაში.

ანალიტიკოსების თქმით, იმ ქვეყანას, რომელიც ამ სფეროში პირველობას მოიპოვებს სამომავლო სტანდარტების განსაზღვრის პრეროგატივა ექნება.

მექსიკა

2018 წელი გადამწყვეტი იქნება მექსიკისთვის. ქვეყანა რომელიც გაჯერებულია კორუფციითა და ძალადობით და გამუდმებით იბრძვის შეიარაღებული ჯგუფებისა და ნარკო-კარტელების წინააღმდეგ და ძალიან მცირე ეკონომიკური ზრდა აღენიშნება, შესაძლოა ეკონომიკური კოლაფსის წინაშე აღმოჩნდეს. მთავარი საკითხი, რაც მექსიკის შემთხვევაში დგას და რომელსაც შესძლოა ფართომასშტაბიანი შედეგი ჰქონდეს, ევრაზიის ჯგუფის მიხედვით, ჩრდილოეთ ამერიკული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რღვევაა. NAFTA-ს შეთანხმების დარღვევა რთულ ეკონომიკურ პირობებში ჩააყენებს მექსიკას თუ გავითვალისწინებთ მის დამოკიდებულებას ამერიკის შეერთებული შტატებთან ვაჭრობაზე.

აშშ - ირანის ურთიერთბა

ევრაზიული ჯგუფი შიშობს, რომ დონალდ ტრამპი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ბოლო პერიოდში ირანთან არსებულ დიპლომატიურ მიღწევებს.

"ბირთვულმა შეთანხმებამ შესაძლოა გადაიტანოს 2018 წელი, თუმცა არსებობს დიდი შანსი, რომ შეთანხმება სწორედ ამ წელს დაირღვას"- ნათქვამია ანგარიშში.

ტრამპი, როგორც ჩანს, აპირებს კვლავ წინააღმდეგობა გაუწიოს ირანის გავლენებს სირიაში, ერაყში, ლიბანსა და იემენში და უფრო მეტი კოორდინაცია ჰქონდეს საუდის არაბეთთან.

"ბრექსითი"

"2017 წელს გაერთიანებულ სამეფოს სამხიარულოდ ნამდვილად არ ჰქონია საქმე, თუმცა 2018 წელი მისთვის კიდევ უფრო უარესი იქნება"- ნათქვამია ანგარიშში. პირველი რის გამოც გაერთიანებული სამეფო აღნიშნულ ჩამონათვალში მოხვდა, ეს ბრექსიტთან დაკავშირებით წარმოებული მოლაპარაკებებია.

"გაერთიანებული სამეფოს მოლაპარაკების პრინციპი ასეთია - არაფერი იქნება შეთანხმებული იქამდე სანამ ყველაფრის შეთანხმება არ მოხდება, ამ პრინციპმა კი შესაძლოა დაუსრულებელი ბრძოლა გამოიწვიოს ნებისმიერ დეტალზე, ეს კი სავარაუდოდ ტერეზა მეის საკუთარ თანამდებობად დაუჯდება.

ინსტიტუციების რღვევა

ევრაზიის ჯგუფი ფიქრობს რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტის დონალდ ტრამპის მიერ დაკავებამ და ევროკავშირის შემადგენლობიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლამ ინსტიტუციებს შესაძლოა საფრთხე შეუქმნას.

"ინსტიტუციები, რომლებიც მხარს უჭერენ და ინარჩუნებენ საზოგადოების, ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, სასამართლოების, მედიისა და ფინსასური ინსტიტუტების მშვიდობასა და კეთილდღეობას, ავტორიტეტს კარგავენ, რომელზეც დგას კიდეც მათი ლეგიტიმურობა", - აღნიშნეს ბრემერმა და კუპჩანმა.

ამან შესაძლოა მომწამვლელი პოპულიზმი განავითაროს განვითარებად ქვეყნებში, რაც თავის მხრივ ეკონომიკასა და უსაფრთხოებას სულ უფრო არაპროგნოზირებადს გახდის.

მომზადებულია "ბიზნეს ინსაიდერის" მიხედვით

myquiz