დონალდ ტრამპი - გთხოვთ, კიმ ჩენ ინის დაუძლურებული რეჟიმიდან ვინმეს უთხარით, რომ მეც მაქვს ბირთვული ღილაკი | Allnews.Ge

დონალდ ტრამპი - გთხოვთ, კიმ ჩენ ინის დაუძლურებული რეჟიმიდან ვინმეს უთხარით, რომ მეც მაქვს ბირთვული ღილაკი

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. "ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ბირთვული ღილაკი ახლა უკვე მის სამუშაო მაგიდაზეა. გთხოვთ, ვინმეს მისი დაუძლურებული და ნაშიმშილები რეჟიმიდან, უთხარით, რომ მეც მაქვს ბირთვული ღილაკი, მაგრამ ჩემი უფრო დიდი და ძლიერია, ვიდრე მისი და თანაც მუშაა!" - წერს ტრამპი "ტვიტერის" საკუთარ მიკრობლოგში.

შეგახსენებთ, რომ ხალხისადმი საახალწლო მიმართვაში კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ სამუშაო მაგიდაზე მას უკვე ბირთვული ღილაკი აქვს.

"მე არავის ვემუქრები, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბირთვული ღილაკი ჩემს სამუშაო მაგიდაზეა", - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

myquiz