სანქტ-პეტერბურგში, სუპერმარკეტში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო | Allnews.Ge

სანქტ-პეტერბურგში, სუპერმარკეტში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

სანქტ-პეტერბურგში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში 27 დეკემბერს მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

ამის შესახებ SITE Intelligence Group-ის ექსპერტები იუწყებიან.

როგორც ცნობილია, 27 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა.

28 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მომხდარს ტერაქტი უწოდა.

myquiz