ჰოლანდია მზადაა მიხეილ სააკაშვილის მისაღებად, თუკი ის უკრაინას დატოვებს | Allnews.Ge

ჰოლანდია მზადაა მიხეილ სააკაშვილის მისაღებად, თუკი ის უკრაინას დატოვებს

ნიდერლანდების სამეფო მზადაა "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მისაღებად, თუკი ის უკრაინას დატოვებს. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხალბე ზეისტრამ დღეს განაცხადა.

"ის დაქორწინებულია ჰოლანდიელზე და თუკი პასპორტის ასაღებად განცხადებას წარადგენს, ნიდერლანდების კანონმდებლობით, ეს შესაძლებელი იქნება', - განაცხადა მინისტრმა.

ასევე, ცნობილია, რომ ნიდერლანდების უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სამინისტრომ დაადასტურა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ვიზის გაცემის შესახებ ინფორმაცია. ამის შესახებ "Telegraaf" იუწყება.

myquiz