შოტლანდიამ საცირკო წარმოდგენებში გარეული ცხოველების მონაწილეობა აკრძალა | Allnews.Ge

შოტლანდიამ საცირკო წარმოდგენებში გარეული ცხოველების მონაწილეობა აკრძალა

შოტლანდიამ გარეული ცხოველების საცირკო წარმოდგენებში მონაწილეობა აკრძალა. შოტლანდია პირველია გაერთიანებულ სამეფოში, ვინც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

ახალი კანონმდებლობის თანახმად, რომელიც შოტლანდიის პარლამენტმა მიიღო, მოხეტიალე ცირკს, რომელიც გარეულ ცხოველებს იყენებს ქვეყანაში არ შეუშვებენ.

შესაბამისი ინიციატივით შოტლანდიის გარემოს დაცვის მდივანი როზანა კანინგემი გამოვიდა. ინიციატივის წარდგენას საჯარო განხილვები მოჰყვა, რამაც აჩვენა, რომ მას ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა.

"ეს მნიშვნელოვანი კანონია, რომელიც არა მხოლოდ იმ მოხეტიალე ცირკს აღარ შემოუშვებს ქვეყანაში, რომელიც გარეულ ცხოველებს იყენებს, არამედ აჩვენებს მსოფლიოს, რომ იმ ქვეყნების რიცხვი სულ უფრო მეტად იზრდება, რომლებიც გარეული ცხოველების მსგავს გამოყეებას გმობს" -განმარტა როზანა კანინგემმა.

როგორც ცნობილია, კანონში განგებ არ არის მოცემული "გარეული ცხოველების" ზუსტი დეფინიცია, რათა სასამართლომ რაც შეიძლება მეტი ცხოველის დაცვა შეძლოს მსგავსი სახის ექსპლუატაციისგან.

მომზადებულია Independen-ის მიხედვით

myquiz