"ისლამური სახელმწიფო" ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების გამო აშშ-ს ემუქრება | Allnews.Ge

"ისლამური სახელმწიფო" ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების გამო აშშ-ს ემუქრება

"ისლამური სახელმწიფო" აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების გამო, ამერიკის შეერთებულ შტატებს ემუქრება. ამის შესახებ "როიტერსი" წერს.

"ისლამური სახელმწიფო" ტერორისტული თავდასხმებით სადღესასწაულო ღონისძიებებზე იმუქრება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ოფიციალური უწყებების მხრიდან განცხადებები არ გაკეთებულა, თუმცა, დასავლურ მედიაში აქცენტი კეთდება, რომ წელს აშშ და ევროპის მსხვილი ქალაქები, სადღესასწაულო ღონისძიებებს განსაკუთრებული უსაფრთხოების დაცვით ჩაატარებენ.

როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა, ისრაელში საელჩოს იერუსალიმში გადატანის პროცესი დაიწყოს.

myquiz