Time-მა წლის ადამიანი დაასახელა | Allnews.Ge

Time-მა წლის ადამიანი დაასახელა

Time-მა წლის ადამიანი დაასახელა. გამომცემლობამ აღნიშნული სტატუსი ე.წ "დუმილის დამღვევებს" მიანიჭა. აღნიშნული სახელით მოიხსენიებიან ქალები, რომლებიც ჰოლივუდში სექსუალური ძალადობისა და შევიწროვების შესახებ ალაპარაკდნენ.

მოძრაობა ჰეშთეგით #MeToo არის ცნობილი, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავებმა კინოპროდიუსერ ჰარვი ვაინსტინის წინააღმდეგ წამოიწყეს. თუმცა გამომცემლობის ხელმძღვანელების განცხადებით, ჰეშთეგი ამ მოძრაობის მხოლოდ ერთი ნაწილი იყო და აქტივობა ამით არ შემოფარგლულა.

"ეს ყველაზე სწრაფი სოციალური ცვლილებაა, რომლის ხილვის შესაძლებლობაც უკანასკენლი ათწლეულების განმავლობაში გვქონდა"- განაცხადა Time-ის მთავარმა რედაქტორმა ედვარდ ფელსენტალმა.

NBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ედვარდ ფელსენტალმა აღნიშნა, რომ ეს მოძრაობა ერთეული ადამიანების გამბედაობით დაიწყო, რაც ასეულობით ქალისა და ზოგიერთი მამაკაცის წახალისების საფუძველი გახდა, რათა მოეყოლათ საკუთარი მძიმე ისტორიები.

Time-მა წლის ადამიანის დასახელება 1927 წლიდან დაიწყო. მაშინ ამ ნომინაციას "წლის მამაკაცი" ერქვა და აღნიშნული სტატუსი ენიჭებოდა კონკრეტულ პირს როგორც ცუდი ასევე კარგი საქმისთვის, რამაც საზოგადოებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

myquiz