Guardian-ის ფოტოები და სტატია მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ | Allnews.Ge

Guardian-ის ფოტოები და სტატია მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ

მიხეილ სააკაშვილის გარშემო დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოცემა The Guardian-ი საკმაოდ ვრცელ რეპორტაჟს უძღვნის.

გამოცემის ინფორმაციით, პოსტ-საბჭოურ რეგიონში რეფორმატორის სახელით ცნობილი კაცის დაპატიმრება მისი ბიოგრაფიისთვის შეუთავსებელი იყო.

"ეს შეიძლება, საქართველოს ყოფილ ლიდერსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის არსებული მტრობის უკანასკნელი ეპიზოდია...

პოროშენკომ სააკაშვილი, რომელსაც ის სტუდენტობის პერიოდიდან იცნობდა, ოდესის გუბერნატორად 2015 წელს თავად დანიშნა, იმ იმედით, რომ ენერგიული რეფორმატორის ტენდენციები რეგიონში არსებული ვითარების ტრანსფორმაციას მოახდენდა, მიუხედავად ამისა, 2016 წელს სააკაშვილმა პოროშენკო რეფორმების შეფერხებაში დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ საკუთარ ოპოზიციურ პარტიას შექმნიდა", - აღნიშნულია The Guardian-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

myquiz