რატომ არ უყვარს ხალხს დიქტატორების ცოლები? | Allnews.Ge

რატომ არ უყვარს ხალხს დიქტატორების ცოლები?

დიქტატორი ქმარი თავისი ცოლისთვის როგორც წესი ორ რამეს უზრუნველყოფს: ცხოვრების ექსტრავაგანტულ სტილსა და მერყევ რეპუტაციას.

საზოგადოების თვალში დიქტატორების ცოლები ძირითადად კრიტიკას იმსახურებენ. საკუთარი ნაკლოვანებით სავსე ქმედებების პარალელურად, ისინი დიქტატორი ქმრების დაცვას ცდილობენ, რომლებმაც სხვადასხვა გზით დაანგრიეს დემოკრატია, გაანადგურეს ქვეყნის ეკონომიკა, პოლიტიკური ოპონენტები კი ქვეყნიდან განდევნეს, უარეს შემთხვევაში კი მოკლეს.

ვერავინ დაადანაშაულებს გაჭირვების ზღვარზე მისულ საზოგადოებას, რომ მათ დიქტატორების ცოლები ფაქტობრივად სძულთ, თუმცა აქვე ისმის კითხვა, იმის გამო ხომ არ ხვდებიან ისინი კრიტიკის ქარცეცხლში რომ ქალები არიან?

ზიმბაბვეში გრეის მუგაბე პირველი ლედის ტიტულს სულ ახლახანს გამოემშვიდობა. ცნობილია რომ ის მოწინავე ადგილს იკავებს იმ ადამიანთა შორის, რომლებიც საზოგადოების არა მხოლოდ კრიტიკას, არამედ ერთგვარ სიძულვილსაც იმსახურებენ.

ქვეყნის პირველი ქალბატონები, რომლებმაც მეუღლეები დაჩრდილეს

მისი ქმარი 37 წლის განმავლობაში ერთპიროვნულად მართავდა ქვეყანას, თუმცა ქვეყნის პირველი პირის სტატუსი მას შემდეგ დაკარგა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლების გადაცემა გრეის მუგაბესთვის სურდა. ზიმბაბვეს მოსახლეობის დიდ ნაწილს არ მოსწონდა მუგაბეს დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, თუმცა, მაინც მადლობლები იყვნენ რობერტ მუგაბესი იმ წვლილისთვის რომელიც მან ზიმბაბვეს დამოუკიდებლობაში შეიტანა. ამიტომ გრეის მუგაბეს კრიტიკისას ხშირად ამბობდნენ, რომ მან თავისი ქმრის კორუმპირება მოახერხა.

ლონდონის სამეფო კოლეჯის საერთაშორისო განვითარების კათედრის პროფესორმა ელის ევანსმა განმარტა, რომ საზოგადოების მხრიდან დიქტატორებზე მეტად მათი ცოლების კრიტიკა და სიძულვილი ფსიქოლოგიური ფენომენია, რომლის დროსაც ადამიანი მისი შეხედულებების დადასტურებას ეძებს.

"ეს ჩვენი შეხედულებათა სისტემის შენარჩუნებასთანაა დაკავშირებული, სწორედ ამიტომ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვაღიარებთ მუგაბეს, როგორც გმირს ყველა ინფორმაციას რომელსაც ვიღებთ ამ შეხედულებასთან შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს. იმ შემთხვევაში კი როდესაც ჩვენ ვიღებთ ახალ ინფორმაციას სადაც ნათქვამია, რომ ჩვენმა იდეალმა რაღაც არასწორად გააკეტა ჩვენ ამ დანაშაულის გადაბრალებას სხვისთვის ვცდილობთ, რათა ჩვენს წარმოსახვაში გაიდეალებული ადამიანი დავიცვათ"- ამბობს პროფესორი.

გრეის მუგაბე გუჩი გრეისის მეტსახელითაა ცნობილი - რაც კიდევ ერთ პრობლემას ფულის გადამეტებულ ფლანგვას უსვამს ხაზს. როგორც ცნობილია ფუფუნების შესახებ გავრცელებული ჭორები გაცილებით მეტ აგრესიას იწვევს საზოგადოებაში, ვიდრე დიქტატორის სასტიკი ქმედებები.

ფილიპინების მოსახეობა კი დღემდე ვერ ივიწყებ ფაქტს, რომ იმელდა მარკოსს, რომელიც 20 წლის განმავლობაში ქვეყნის პირველი ლედი იყო, 1000 წყვილზე მეტი ფეხსაცმელი ჰქონდა და ეს მაშინ როდესაც ფილიპინების მოსახლეობის დიდი ნაწილი უკიდურესი გაჭირვების გამო ფეხშიშველი დადიოდა.

რუმინეთის პირველი პირის ნიკოლაე ჩაუშესკოს ცოლი ელენა ჩაუშესკუ კი საზოგადოებამ თავისი შუბების კოლექციის გამო შეიძულა.
საინტერესოა რატომ ეთმობა პირველი პირების ცოლების გარდერობს ამხელა ყურადღება საზოგადოების მხრიან? - ალბათ იმიტომ რომ სახეზეა აშკარა მორალური დეგრადაცია იმაში, რომ მაშინ როდესაც პირველი ლედი მაღალქუსლიან ფეხსაცმელსა და ძვირადღირებულ შუბაში მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობს და თავს იწონებს, ხალხი შიმშილობს. ელის ევანსის განმარტებით, პირველი ლედის მსგავსი ქმედება გაცილებით მეტ აგრესიას იწვევს, ვიდრე თავად დიქტატორის ფარული მაქინაციები, ამის ახსნა კი თავად სიტყვებში ფარული მაქინაცია და აშკარა თავმომწონეობაშია.

და მაინც რა უდევს საფუძვლად ჩვენს სიძულვილს დიქტატორების ცოლების მიმართ? - შესაძლოა მათი დაუფარავი ორპირობა, რაც თავს მოტყუებულად გვაგრძნობინებს.

"პოლიტიკაში არ ვერევი, მე ვარ ქალი ხალხიდან" - განაცხადა ლეილა ბენ ალიმ ტუნისის ყოფილმა პირველმა ლედიმ, რომელსაც ქურდობისთვის თავისუფლების 35 წლით აღკვეთა მიუსაჯეს.

ელენა ჩაუშესკომ, რომელსაც მისი ქმრის კომუნისტური რეჟიმი რუმინეთის საუკეთესო დედას უწოდებდა, ერთხელ საკუთარ შვილებზე თქვა: "ეს მატლები ყოველთვის უკმაყოფილოები არიან, რამდენი საკვებიც არ უნდა მისცე".

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ საზოგადოების განსაკუთრებული აგრესიის საბაბი შესაძლოა ისიც იყოს, რომ ის ქალის სახეს სისასტიკესთან ვერ აკავშირებს. ადამიანთა ცნობიერებაში ქალი სუფთა და კარგი ადამიანი უნდა იყოს.

მაგალითისთვის, 2012 წელს გაეროში გერმანიისა და ბრიტანეთის ელჩების ცოლებმა ასმა ასადის, სირიის პირველი ლედის მისამართით თხოვნის ვიდეო ჩაწერეს, სადაც მას ქვეყანაში სისხლისღვრის შეჩერებაში თანამონაწილეობას სთხოვდნენ. ვიდეორგოლში დაჭრილი და მომაკვდავი ბავშვები იყო ნაჩვენები, ჩანაწერს კი ერთვოდა სიტყვები: "ყველა ეს ბავშვი შეიძლება შენი შვილი იყოს".

ბაშარ ალ-ასადის გზა ექიმობიდან 21-ე საუკუნის დიქტატორობამდე

უფლებათდამცველების მონაცემებით, სამოქალაქო ომის დაწყების მომენტიდან დღემდე ქვეყანაში დაახლოებით 400 ათასი ადამიანი დაიღუპა.

მიმართვის გამოქვეყნებიდან ერთი თვით ადრე საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ელექტრონული მიმოწერა, საიდანაც ირკვეოდა, რომ ასმა ასადი ინტერნეტში 5000 დოლარის ღირებულების დიზაინერულ ფეხსაცმელს ეძებდა.

ექსპერტები განმარტავენ, რომ საზოგადოება დიქტატორების ცოლებში შუამავალს ხედავენ, თუმცა, როდესაც სასურველ შედეგს ვერ იღებენ, შუამავალს უმოქმედობაში ადანაშაულებენ და არა დიქტატორს სისასტიკეში.

myquiz