დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს "ავადმყოფი ლეკვი" უწოდა | Allnews.Ge

დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს "ავადმყოფი ლეკვი" უწოდა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს "ავადმყოფი ლეკვი" უწოდა. ამის შესახებ გამოცემა The Hill იუწყება.

"ჩვენი საგადასახადო რეფორმა უზარმაზარი მხარდაჭერით სარგებლობს, ვინაიდან ეს გადასახადები ამერიკის ეკონომიკისთვის სარაკეტო საწვავი გახდება... პატარა ადამიანი-რაკეტა კი უბრალოდ ავადმყოფი ლეკვია", - განაცხადა ტრამპმა საგადასახადო რეფორმაზე საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ჩრდილოეთ კორეამ მორიგი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ჩრდილოეთ კორეაში განაცხადეს, რომ ახალ რაკეტას აშშ-ს ტერიტორიის ნებისმიერ წერტილამდე მიღწევა შეუძლია.

myquiz