ირან-ერაყის საზღვარზე მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის კადრები ვრცელდება | Allnews.Ge

ირან-ერაყის საზღვარზე მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის კადრები ვრცელდება

ირან-ერაყის საზღვარზე მომხდარ 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 170 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 1000 -ზე მეტ ადამიანს სხვადასხვა სახისა და სირთულის დაზიანება აღენიშნება. ოფიციალური პირები მსხვერპლის ზრდას არ გამორიცხავენ. არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად, რამდენიმე სოფელია დაზიანებული. უმეტეს მათგანს არ მიეწოდება ელექტროენერგია. მიწისძვრის დროს გადაღებული კადრები სოციალურ ქსელსა და Youtube-ზე გავრცელდა.
myquiz