ბელგიის სასამართლომ კარლეს პუჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა | Allnews.Ge

ბელგიის სასამართლომ კარლეს პუჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა

ბელგიის სასამართლომ კატალონიის მთავრობის ყოფილი მეთაური კარლეს პუჩდემონი და ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა.

ასეთი გადაწყვეტილება ათსაათიანი სხდომის შედეგად იყო მიღებული. თუმცა, მოსამართლემ მათ მიმართ გარკვეული შეზღუდვები დააწესა.

პუჩდემონი და მისი თანამოაზრეები თავისუფლები მხოლოდ მანამდე დარჩებიან, სანამ ესპანეთის მიერ გაცემულ დაკავების ორდერთან დაკავშირებით მიღებული იქნება გადაწყვეტილება.

ამასთან, ხუთივეს ბელგიის ტერიტორიის დატოვება აქვს აკრძალული და მომდევნო 15 დღის მანძილზე სასამართლოში უნდა გამოცხადდნენ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სასამართლომ კარლეს პუჩდემონისა და კატალონიის ჟენერალიტეტის ოთხი ყოფილი წევრის წინააღმდეგ დაკავების ევროპული ორდენი რამდენიმე დღის წინ გასცა. მათ ბრალი ამბოხისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ედებათ. პუჩდემონი და ოთხი ყოფილი მინისტრი ბელგიის პოლიციას გუშინ თავად ჩაბარდნენ.

myquiz