საუდის არაბეთში 11 პრინცი დააკავეს | Allnews.Ge

საუდის არაბეთში 11 პრინცი დააკავეს

საუდის არაბეთის პრინცი ალ-ვალიდ ალ საუდი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი იბრაჰიმ ალ-ასაფდი საუდის არაბეთის სამართალდამცველებმა დააკავეს. მათთან მიმართებაში გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი" იუწყება.

გუშინ, საუდის არაბეთის კორუფციასთან ბრძოლის უზენაესმა კომიტეტმა საუდის არაბეთის 11 პრინცის, ასევე, რამდენიმე ყოფილი და მოქმედი მინისტრის დაკავების სანქცია გასცა. ყველა მათგანი უკვე დაკავებულია. მათ ბრალად კორუფციული გარიგებები ედებათ. კერძოდ, ერთ-ერთ პრინცს ბრალად ედება იარაღის გაყიდვის არაკანონიერი გარიგების დადება, კიდევ ვერთ პრინცს - არარსებული კონტრაქტების დადება, ასევე, ბრალდებებია წაყენებული ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით.

კორუფციასთან ბრძოლის უზენაესი კომიტეტი საუდის არაბეთის მეფის სალმანის ბრძანებით იყო შექმნილი. კომიტეტი უფლებამოსილია ჩაატაროს გამოძიება, გასცეს დაკავების ორდერი და ასევე ქვეყნის დატოვება აუკრძალოს ეჭვმიტანილებს.

myquiz