Twitter-ის თანამშრომელმა ბოლო სამუშაო დღეს დონალდ ტრამპის ანგარიში გათიშა | Allnews.Ge

Twitter-ის თანამშრომელმა ბოლო სამუშაო დღეს დონალდ ტრამპის ანგარიში გათიშა

Twitter-ის ყოფილმა თანამშრომელმა მუშაობის უკანასკნელ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ანგარიში გათიშა. აშშ-ის ლიდერის Twitter-ის ანგარიში 11 წუთით იყო გათიშული, სანამ მისი აღდგენა მოხერხდა - განაცხადეს სოციალური ქსელის კომპანიაში.

"როგორც გავიგეთ, დონალდ ტრამპის ანგარიში კლიენტთა მომსახურების განყოფილების თანამშრომელმა გათიშა. ჩვენ სრულ შიდა დათვალიერებას ვაწარმოებთ მოცემული მომენტისთვის", - განმარტეს Twitter-ში.

როგორც სოციალური ქსელის კომპანიაში აღნიშნეს, ისინი ჯერ კიდევ იძიებენ შემთხვევას და იღებენ ყველა ზომას, რათა მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს.

სოციალური ქსელის წარმომადგენლებმა მეტი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.

თეთრ სახლს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ამდრომდე არ გაუკეთებია.

დონალდ ტრამპი აქტიურად იყენებდა Twitter-საკუთარ ანგარიშს 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას თავისი ოპონენტების გასაკრიტიკებლად და საკუთარი პოლიტიკის პოპულარიზაციის მიზნით. აშშ-ის პრეზიდენტს 41,6 მილიონი მკითხველი ჰყავს.

myquiz