სირიის ჯარმა დეირ-ეზ-ზორში "ისლამური სახელმწიფოს" უკანასკნელი დასაყრდენი გაანადგურა | Allnews.Ge

სირიის ჯარმა დეირ-ეზ-ზორში "ისლამური სახელმწიფოს" უკანასკნელი დასაყრდენი გაანადგურა

სირიის ჯარმა და მოკავშირეთა ძალებმა ქალაქ დეირ-ეზ-ზორზე სრული კონტროლი აღადგინეს. ამის შესახებ სირიული ეროვნული სააგენტო "სანა" იუწყება.

"სირიულმა ჯარმა დეირ-ეზ-ზორში "ისლამური სახელმწიფოს" უკანასკნელი დასაყრდენი გაანადგურა და ქალაქი მთლიანად გაათავისუფლა", - წერს სააგენტო.

დეირ-ეზ-ზორზე ტერორისტული დაჯგუფების ერთ-ერთი უკანასკნელი დასაყრდენი იყო. ქალაქი ტერორისტების ალყაში ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში რჩებოდა.

myquiz