დონალდ ტრამპმა ლტოლვილების მიღების პროგრამის გამკაცრების განკარგულება გასცა | Allnews.Ge

დონალდ ტრამპმა ლტოლვილების მიღების პროგრამის გამკაცრების განკარგულება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლტოლვილების მიღების პროგრამის გამკაცრებაზე განკარგულება გასცა.

"ახლახან გავეცი განკარგულება შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს, რათა უფრო გაამკაცრონ ლტოლვილების მიღების პროგრამა. იყო პოლიტიკურად კორექტული მშვენიერია, მაგრამ არა ამ შეთხვევაში", - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" პირად გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია დაკავშირებულია თუ არა ეს ნიუ-იორკში მომხდარ ტერაქტთან.

ოქტომბრის დასაწყისში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ლტოლვილების მიღების პროგრამის აღდგენა მოხდება, თუმცა 11 ქვეყნიდან მოქალაქეების შერჩევის პროცედურები გაამკაცრა. აღნიშნული პროგრამა 120 დღის განმავლობაში იყო შეჩერებული.

myquiz