"ისლამური სახელმწიფო" 4 წლის პრინცი ჯორჯის მოკვლით იმუქრება | Allnews.Ge

"ისლამური სახელმწიფო" 4 წლის პრინცი ჯორჯის მოკვლით იმუქრება

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" გაერთიანებულ სამეფოს 4 წლის პრინცი ჯორჯის სკოლაში მოკვლით დაემუქრა. აღნიშნულ ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამეფო ოჯახის წინააღმდეგ მიმარული მუქარის შემცველი გზავნილები შეტყობინებების საიდუმლო სერვის Telegram-ზე გამოჩნდა.

ექსტრემისტები Telegram-ს იმის გამო იყენებენ, რომ იქ ანონიმურობის დაცვა შესაძლებელია და შეტყობინების ავტორის ადგილმდებარეობას არ აჩვენებს.

"ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთ კარგად ცნობილ საინფორმაციო არხზე პრინცი ჯორჯის ფოტო გამოჩნდა, რომელიც სკოლასთან არის გადაღებული, ფოტოს ახლდა წარწერა: "სკოლა ადრე იწყება".

პრინცი ჯორჯის სკოლაში უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ გამკაცრდა, რაც ქალმა გადაიღო თუ როგორ დადიოდა სკოლის კორიდორებში დაუბრკოლებლად.

myquiz