ვლადიმერ პუტინი - სიამოვნებით მივუჯდები "ტესლას" საჭეს | Allnews.Ge

ვლადიმერ პუტინი - სიამოვნებით მივუჯდები "ტესლას" საჭეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირადი მოხმარებისთვის Tesla-ს ელექტრომობილის ყიდვას არ გამორიცხავს.

პუტინმა აღნიშნა, რომ მჯდარა ელექტრომობილის საჭესთან და ტრანსპორტის ეს ტიპი ძალიან მოსწონს.

კითხვაზე, წარმოუდგენია თუ არა თავი საკუთარი Tesla-ს ელექტრომობილის საჭესთან, რუსეთის პრეზიდენტმა დადებითად უპასუხა და აღნიშნა, რომ სიამოვნებით მიუჯდება "ტესლას" საჭეს.

"რატომაც არა? ჩვენ გახსნილები ვართ, ვყიდულობთ და ვყიდით. ჩვენ ვყიდულობთ ყველაფერს, რაც გამოგვადგება და ვყიდით ყველაფერს, რაც ჩვენთვის ხელსაყრელია. თქვენ რა გგონიათ, სულ ურმით ვივლით? ან ტანკებით? - არა, ჩვენ უკვე აღარ დავდივართ ურმებით", - განაცხადა პუტინმა და იქვე დასძინა, რომ ყიდვის შემთხვევაში, აუცილებლად შეიყვანს "ტესლას" თავის დეკლარაციაში.

წყარო: bpn.ge

myquiz