რატომ არ უწოდებენ ლას-ვეგასის თავდასხმის ორგანიზატორს ტერორისტს | Allnews.Ge

რატომ არ უწოდებენ ლას-ვეგასის თავდასხმის ორგანიზატორს ტერორისტს

რატომ არ უწოდა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ლას-ვეგასის მუსიკალური ფესტივალზე თავდასხმის ორგანიზატორ სტივენ პედოქს ტერორისტი? აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელებში ცხარე კამათი მიმდინარეობს.

59 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის ტერორისტად მოხსენიებას საინფორმაციო სააგენტოები და ზოგადად მედიაც ერიდება, უწოდებენ რა მას ბაბუას, მოთამაშეს, ყოფილ ბუღალტერს, მარტოსულ მგელს. საგამოძიებო უწყებებმა ჯერ არ იციან, რით ხელმძღვანელობდა სტივენ პედოქი თავდასხმის ორგანიზებისას, ტერორისტულ ორგანიზაცებთან მისი კავშირის დამადასტურებელი სამხილები და თვითმხილველები ნაპოვნი ჯერ არ არის, თუმცა არც ის არის დადგენილი, რომ მას რაიმე სახის ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

სოციალური ქსელის ბევრი მომხმარებელი თამამად გამოთქვამს მოსაზრებას, რომ სტივენ პედოქი მუსლიმი რომ ყოფილიყო შემთხვევას დაუოვნებლივ მისცემდნენ ტერაქტის კვალიფიკაციას და მას ტერორისტად მოიხსენიებდნენ და ამას ყოველგვარი მტკიცებულების გარეშეც გააკეთებდნენ.

აღნიშნულ საკითხზე მიმდინარე კამათში მონაწილეობას ცნობილი სახეები, ვარსკვლავები და მეცნიერებიც იღებენ და ინტერესდებიან რატომ არ უწოდებენ ლას-ვეგასის თავდასხმის ორგანიზატორს ტერორისტს.

ნევადას შტატის კანონმდებლობის თანახმად კი ტერორისტულ აქტად ითვლება "ნებისმიერი ქმედება, რომლის დროსაც მოქალაქეებისთვის სხეულის დაზიანებისა და მოკვლისთვის ძალადობას მიმართავენ".

ხოლო ფედერალურ დონეზე აშშ-ის კანონმდებლობა შიდა ტერორიზმს უწოდებს ქმედებას, რომელიც სამ მახასიათებელს მოიცავს: შეიცავს სიცოცხლის საფრთხე, არღვევს ქვეყნის ან შტატის კანონმდებლობას, მოწოდებულია მოსახლეობის ან ხელისუფლების წევრების დაშინების ან იძულებისთვის. ჩადენილია ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე.

გამოძიების ფედერალური ბიუროს განმარტებით, კი ქმედებას ტერორიზმის კვალიფიკაცია რომ მიენიჭოს ის მოქალაქეების ან ხელისუფლების წარმომადგენლების დაშინებისკენ უნდა იყოს მიმართული, რაც პოლიტიკური ან საზოგადოებრივი მიზნების მიღწევის საშუალებად იქნება გამოყენებული.

სოციალური ქსელის ბევრმა მომხმარებელმა სწორედ ნევადის კანონმდებლობის ის ნაწილი გააზიარა, რომელიც ქმედებისთვის ტერორიზმის კვალიფიკაციის მინიჭებას ეხება და უკმაყოფილება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ცალსახა განსაზღვრების მიუხედავად ლოს-ანჯელესის შერიფმა ჯოზეფ ლომბარდომ გამართულ პრესკომფერენციაზე სტივენ პედოქს "მარტოსული მგელი" უწოდა.

ერთ-ერთმა უკმაყოფილო მოქალაქემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე შემდეგ პოსტი დაწერა: "მას არ აღიარებენ საერთაშორისო ტერორისტად? იქნებ იმიტომ რომ მას არაბული იერი არ აქვს!"

სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა მუჰამედ ელ-ავადიმ კი აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, რომ თავდასხმა იმხელა გავლენას არ მოახდენს თეთრკანიან ადამიანებზე, ისე როგორც ტერორისტული აქტების განხორციელების მცდელობა მოქმედებს მის ოჯახზე.

"ყოველი მასობრივი თავდასხმის შემდეგ ჩემი ცოლის სიცოცხლე საფრთხეში ვარდება, რადგან ის თავსაბურს ატარებს, ჩემს შვილს თავს ესხმიან სკოლაში, იმიტომ რომ მას მოჰამედი ჰქვია, ჩემს 4 წლის ქალიშვილს უსამართლოდ ეპყრობიან რადგან ის არაბულად საუბრობს. მაგრამ თუ ტერორისტი თეთრკანიანია და თანაც ქრისტიანი - მაშინ სრულიად უცაბედად ის ფსიქიკურად დაავადებული ხდება და ყველაფერი ამით აიხსნება", - წერს მუჰამედ ალ-ავადი.

myquiz