როგორ ერთობა აშშ-ის სამი ყოფილი პრეზიდენტი ერთად - ობამას, ბუშის და კლინტონის ერთობლივი ფოტოები | Allnews.Ge

როგორ ერთობა აშშ-ის სამი ყოფილი პრეზიდენტი ერთად - ობამას, ბუშის და კლინტონის ერთობლივი ფოტოები

აშშ-ს სამი ყოფილი პრეზიდენტი - ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში უმცროსი და ბილ კლინტონი ერთად შეიკრიბნენ ნიუ ჯერსიში პრეზიდენტების თასის მატჩზე. აღნიშნულ თასზე, ამერიკელი გოლფის მოთამაშეები საერთაშორისო გუნდს ხვდებიან და სულ 30 მატჩს ატარებენ.

ობამამ, ბუშმა და კლინტონმა გახსნის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და არამარტო მატჩის სტუმრების, მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქციეს.

პრეზიდენტების ერთობლივი გამოჩენა საქველმოქმედო მიზნებსაც ითვალისწინებს - აშშ-ს ყოფილი პირველი პირები მონაწილეობენ კამპანიაში, რომელიც მოუწოდებს ამერიკელებს ქარიშხლების - ჰარვის, ირმას და მარიას შედეგად დაზარალებულების დახმარებისკენ.

myquiz