აფეთქება ლონდონში - პირველი ფოტოები ადგილიდან | Allnews.Ge

აფეთქება ლონდონში - პირველი ფოტოები ადგილიდან

ლონდონის პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, მეტროსადგურ "პარსონს გრინის" მიმდებარე ტერიტორიას მოერიდოს.

როგორც ლონდონის სატრანსპორტო კომპანიის საიტზეა აღნიშნული, მეტროს "მწვანე" ხაზის ნაწილი "ერლს კორტის" სადგურიდან "უიმბლდონის" სადგურამდე გადაკეტილია.

"ამჟამად "ერლს კორტიდან" "უიმბლდონამდე" მატარებლების მოძრაობა არ ხორციელდება, ვინაიდან პოლიცია "პარსონს გრინის" სადგურზე მომხდარ ინციდენტს იძიებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ლონდონის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, "პარსონს გრინის" სადგურზე ექვსი სახანძრო ბრიგადა და დაახლოებით 50 მეხანძრე და სპეციალისტი მუშაობს.

myquiz