ერაყში ტერაქტის შედეგად 74 ადამიანი დაიღუპა | Allnews.Ge

ერაყში ტერაქტის შედეგად 74 ადამიანი დაიღუპა

ერაყის სამხრეთში, დი-კარის პროვინციაში მომხდარი ორმაგი ტერაქტის შედეგად, დაღუპულთა რიცხვმა 74-ს მიაღწია, დაშავებულია 93 ადამიანი. ამის შესახებ ტელეარხ "ალ-ჯაზირას" პროვინციის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ განუცხადა.

"ერაყის სამხრეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულია 74 ადამიანი, ხოლო 93 დაშავდა", - განაცხადა აბდელ ჰუსეინ ალ-ჯაბრიმ.

ქალაქ ნასირიადან დასავლეთით ტერორისტები კაფეს დაეხსნენ თავს და ერთ-ერთ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან დანაღმული მანქანა ააფეთქეს. აღსანიშნავია, რომ დაღუპულთა შორის ირანის მოქალაქეებიც არიან.

ტელეარხ Sky News Arabia-ს ინფორმაციით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

myquiz