Facebook-მა რუსეთი დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხილა | Allnews.Ge

Facebook-მა რუსეთი დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხილა

Facebook-მა რუსეთის მიერ დაფინანსებული კომპანია აღმოაჩინა, რომელიც მიზნად საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გახლეჩას ისახავს მიზნად და ამ მიზნის განსახორციელებლად განკუთვნილ მესიჯებს ავრცელებს.

კომპანიის განმარტებით, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში სოციალურ ქსელში განთავსებულ დაახლოებით 3 ათას რეკლამაში 100 ათასი დოლარია გადახდილი. უკანასკნელი ფაქტი 2017 წლის მაისში ფიქსირდება.

Facebook-ის წარმომადგენელთა განმარტებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული რეკლამები რომელიმე პოლიტიკური ფიგურის მხარდაჭერისკენ არ არის მიმართული, თუმცა სანაცვლოდ შეიცავს მიგრაციის, რასისა და თანაბარუფლებიანობის საკითხებს.

სოციალური ქსელის ოფიციალური პირები საკითხთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საგამოძიებო უწყებასთან აპირებენ თანამშრომლობას. Facebook-მა შესაბამისი სამხილები პროკურორ რობერტ მიულერს გადასცა, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის სავარაუდო შემთხვევას იძიებს.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ რეკლამებს მომხმარებელი დაახლოებით 470 სხვადასხვა გვერდზე გადაჰყავს, რომელიც მცდარ ინფორმაციას ავრცელებს.

Facebook-ის წარმომადგენლების თქმით, მათ სჯერათ, თუმცა დამტკიცება არ შუძლიათ, რომ აღნიშნული გვერდები ე.წ ინტერნეტის კვლევის სააგენტოს მიერ არის შექმნილი, ეს ჯგუფი სანქტ-პეტერბურგში არის დაფუძნებული და კრემლის ინტერესების მატარებელი პოსტების გავრცელებით არის ცნობილი.

myquiz