ჩრდილოეთ კორეამ რაკეტების მორიგი გამოცდა ჩაატარა | Allnews.Ge

ჩრდილოეთ კორეამ რაკეტების მორიგი გამოცდა ჩაატარა

დღეს დილით ჩრდილოეთ კორეამ რაკეტების მორიგი გამოცდა ჩაატარა. არსებული ინფორმაციით, საუბარი მიდის მცირე მანძილის რაკეტებზე.

აღნიშნულის შესახებ სააგენტო "რიონჰაპი" სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებულ კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება.

უწყების ინფორმაციით, სამი რაკეტა კანვონდოს პროვინციიდან იყო გაშვებული იაპონიის ზღვის მიმართულებისკენ. სამხრეთ კორეის სამხედროებმა ასევე განაცხადეს, რომ რაკეტებმა დაახლოებით 250 კილომეტრის მანძილი დაფარეს.

ამერიკელმა სამხედროებმა ასევე დააფიქსირეს რაკეტების გაშვება. მათი ინფორმაციით, მცირე მანძილის ორი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა წარუმატებლად დასრულდა, ხოლო კიდევ ერთი კი გაშვების შემდეგ აფეთქდა.

სიტუაცია კორეის ნახევარკუნძულზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს დაემუქრა გუამის კუნძულზე მდებარე სამხედრო ბაზების განადგურებით. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი "გუამს რამეს გაუკეთებს, ჩრდილოეთ კორეაში მოხდება ის, რაც აქამდე არავის უნახავს".

myquiz