ავსტრალიაში თვითმფრინავში ტერაქტი აღკვეთეს | Allnews.Ge

ავსტრალიაში თვითმფრინავში ტერაქტი აღკვეთეს

ავსტრალიის კონტრტერორისტულმა პოლიციამ შეთქმულება გამოააშკარავა, რომლის მონაწილეებიც თვითმფრინავის აფეთქებას გეგმავდნენ. "ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა მალკოლმ თერნბულმა განაცხადა.

"შემიძლია გაცნობოთ, რომ დღეს ტერორისტების დასაკავებლად უმსხვილესი ერთობლივი კონტრტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, რომლის მიზანი იყო თვითმფრინავის აფეთქება", - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

მომხდარის შედეგად, ავსტრალიის ყველა აეროპორტში უსაფრთხოების მექანიზმი გაძლიერდა. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ სიდნეის აეროპორტში ოთხი ეჭვმიტანილი დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, ეჭვმიტანილები დაკავშირებული იყვნენ ისლამისტებთან. დაკავებულთა შორის არიან ქალი, მამაკაცი და მათი შვილი, რომლებიც ტერორიზმთან კავშირს უარყოფენ.

myquiz