რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი სამართლებრივი სახელმწიფო რომ არ ყოფილიყო, ათი ათასობით მოღალატე ორმოებში იქნებოდა | Allnews.Ge

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი სამართლებრივი სახელმწიფო რომ არ ყოფილიყო, ათი ათასობით მოღალატე ორმოებში იქნებოდა

თურქეთი სამართლებრივი სახელმწიფო რომ არ ყოფილიყო, ათი ათასობით მოღალატე არა გისოსებს მიღმა, არამედ ორმოებში იქნებოდა ახლა, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, თურქი ხალხის ბრძოლამ 2016 წლის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ მსოფლიო დემოკრატიის ისტორიაში ახალი გვერდი გადაშალა.

"გადატრიალების მცდელობის ღამეს თურქეთის 250 მოქალაქე დაიღუპა და მხოლოდ 35 პუტჩისტი.

ამ რიცხვებზე ღირს დაფიქრება", - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა. ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გიულენის მომხრეებმა უღალატეს სახელმწიფოს.

"პუტჩამდე დიდი ხნით ადრე მე გიულენს მოვუწოდე თურქეთში დაბრუნებულიყო! რატომ არ დაბრუნდა? პასუხი მარტივია: ტერორისტების ხელმძღვანელმა კარგად იცის, როგორი იქნებოდა მისი ბედი დაბრუნებისთანავე", - განაგრძო თურქეთის პრეზიდენტმა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი ასევე შეეხო საგანგებო მდგომარეობის საკითხს, რომელიც თურქეთში შემოღებული იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ.

"საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მხოლოდ მაშინ გაუქმდება, როდესაც საფრთხეები აღმოფხვრილი იქნება და ტერორიზმთან ბრძოლის მიზანი მიღწეული იქნება", - დასძინა თურქეთის ლიდერმა.

myquiz