1 წელი თურქეთის გადატრიალების მცდელობიდან - რა მოუტანა ქვეყანას მასშტაბურმა არეულობამ | Allnews.Ge

1 წელი თურქეთის გადატრიალების მცდელობიდან - რა მოუტანა ქვეყანას მასშტაბურმა არეულობამ

გასული წლის 15 ივლისს საბრი უნალი ქუჩაში გავიდა და იმ ათასობით ადამიანს შეუერთდა, ვინც სამხედრო გადატრიალებისგან ქვეყნის დაცვას ცდილობდა.

"ვხედავდი, რომ ტანკები გვიახლოვდებოდნენ - ამიტომ მიწაზე დავეცი, რათა პირველი მათგანის ბლოკირება მომეხერხებინა"- იხსენებს უნალი გასული წელს ღამით მომხდარ ამბავს და გადატვირთულ გზაზე მიუთითებს, - "შეჩერება ვერ შევძელი და ხელზე გადამიარა.

CCTV-იმ იმ კადრის დაჭერა მოახერხა, როდესაც საბრიმ ფეხზე წამოდგომა შეძლო.

"არ მეშინოდა და არც ვნანობ, იქ უფლის სახელით მივედი და ქვეყნის დასაცავად"-ამბობს საბრი.

საავადმყოფოში მოხვედრის მომენტისთანავე ფიქრობდა, რომ ხელს მოაჭრიდნენ, თუმცა კანის გადანერგვისა და 3-თვიანი ინტენსიური მკურნალობის შედეგად მას მთელი ხელის გასწვრივ დიდი შრამი დარჩა.

"იმისთვის, რომ გმირი ვყოფილიყავი ტანკი უნდა გამეჩერებინა, მაგრამ ვერ გავაჩერე, უფრო მეტის გაკეთება შემეძლო".

ეს მხოლოდ ერთია იმ ისტორიათაგან, რომელსაც 2016 წლის თურქეთის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ღამე აერთიანებს.

მეამბოხეებმა სახელისუფლებო შენობები დაბომბეს, მათ შორის პარლამენტი. არეულობას, სულ მცირე, 260 ადამიანის სიცოცხლე ემსხევრპლა, თუმცა, საბოლოო ჯამში, გადატრიალების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

15 ივლისის შედეგები თურქეთს ერთი წლის შემდეგაც ეტყობა.

ქვეყნის ხელისუფლებამ 50 ათასზე მეტი ადამიანი დააპატიმრა, 150 ათასამდე ადამიანი კი სამსახურებიდან გაათავისუფლა.

ყველა მათგანი ამ დროისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფ ყოფილ იმამთან, ფეთულა გიულენთან, კავშირში არის ბრალდებული. თურქეთის ხელისუფლება და პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფეთულა გიულენს გადატრიალების ორგანიზებაში ადანაშაულებს, მიუხედავად იმისა, რომ თავად გიულენმა აღნიშნული ბრალდება არაერთხელ უარყო.

ერდოღანისა და გიულენის დაპირისპირება - ვინ არის თურქეთის პრეზიდენტის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი

თურქეთის ვიცე პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ქვეყანაში მოქმედებს სპეციალური კომისია, რომელიც დაკავებისა და სამსახურიდან გათავისუფლების თითოეულ საკითხს დამოუკიდებლად განიხილავს. მისი თქმით, თუ რაიმე შეცდომა დაფიქსირდება, ხელისუფლება აუცილებლად გამოასწორებს მას.

მეჰმედ მიმშეკის განმარტებით, ხელისუფლება კანონის ფარგლებშიმოქმედებს და სინამდვილეში, თურქეთის მოქმედმა ხელისუფლებამ ქვეყნის დემოკრატიულობის, კანონის უზენაესობისა და მომავლის გადარჩენა შეძლო.

თუმცა თურქეთში დღემდე ასობით მოქალაქე ყვება ისტორიას, რომელშიც მათი ოჯახის ერთი წევრი მაინც გაუჩინარდა, სამართალდამცველებმა კი ფაქტი უპასუხოდ დატოვეს.

myquiz