სოფიაში 44 გრადუსიანი სიცხის შედეგად, ხუთი ადამიანი გარდაიცვალა | Allnews.Ge

სოფიაში 44 გრადუსიანი სიცხის შედეგად, ხუთი ადამიანი გარდაიცვალა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 44 გრადუსიანი სიცხის შედეგად, ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ "ფრანსპრესი" სოფიის საავადმყოფოებზე დაყრდნობით იუწყება.

"ქალაქის საგანგებო სიტუაციათა სამსახურებმა დახმარება 200-მდე ადამიანს აღმოუჩინეს, ვინც თავი შეუძლოდ იგრძნო", - განაცხადეს საგანგებო დახმარების სამსახურში.

უწყება მოსახლეობას ურჩევს, ჯერჯერობით სახლებიდან ნუ გავლენ. მათივე ინფორმაციით, წელს პირველად, ძლიერი სიცხის შესახებ "წითელი გაფრთხილება" ქვეყნის მასშტაბით 17 რეგიონში შემოიღეს.

myquiz