უდაბნოში უწყლობის გამო 44 მიგრანტი გარდაიცვალა | Allnews.Ge

უდაბნოში უწყლობის გამო 44 მიგრანტი გარდაიცვალა

ჩრდილოეთ ნიგერის უდაბნოში სულ მცირე 44 მიგრანტი გარდაიცვალა, მათ შორის ქალები და ბავშვები, - იუწყება ბრიტანული გამოცემა "დეილი მეილი".

როგორც გამოცემა წერს, მიგრანტები ლიბიისკენ მიემართებოდნენ, როდესაც მათი მანქანა მწყობრიდან გამოვიდა.

"უდაბნოში გარდაცვლილ მიგრანტთა რაოდენობა 44 ადამიანს შეადგენს", - განაცხადა ქალაქ აგადეზის მერმა, რისა ფელტუმ. წითელ ჯვარში კი განაცხადეს, რომ ადგილზე ექსპერტთა ჯგუფი გააგზავნეს, რათა მეტი ინფორმაცია მოიძიონ.

გავრცელებული ინფორმაციით, უდაბნოში ჩარჩენილი მიგრანტების გარდაცვალების მიზეზი უწყლოობა გახდა.

myquiz