ბაღდადში ტერაქტის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა | Allnews.Ge

ბაღდადში ტერაქტის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

ერაყის დედაქალაქში ბაღდადში ტერაქტის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი Al Sumaria იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, პირველი აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც სამართალდამცველებმა ტერორისტი შესამოწმებლად გააჩერეს. მეორე თვთმკვლელმა ტერორისტმა კი, თავი პოლიციის განყოფილებასთან აიფეთქა.

როგორც ბაღდადის პროვინციის ოპერაციების შტაბში აღნიშნეს, ერაყის დაზვერვამ იცოდა, რომ მზადდებოდა თავდასხმა. აქედან გამომდინარე, გამშვებ პუნქტებზე გაძლიერებული იყო უსაფრთხოების ზომები.

აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

myquiz