ირანში მაღაროში აფეთქების შედეგად 55 ადამიანი ნანგრევებში მოყვა | Allnews.Ge

ირანში მაღაროში აფეთქების შედეგად 55 ადამიანი ნანგრევებში მოყვა

ირანის ერთ-ერთ მაღაროში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას reuters ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 50-ზე მეტი მაღაროელი ნანგრევებშია მოყოლილი. დაუდასტურებელი ინფორმაციით, აფეთქებას რამდენიმე მაღაროელის სიცოცხლეც შეეწირა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, მაღაროში 500 ადამიანი მუშაობდა.

myquiz