სომხეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება | Allnews.Ge

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება

დღეს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის მასშტაბით 2009 საარჩევნო უბანია გახსნილი. საზღვარგარეთ უბნების გახსნა არ არის გათვალისწინებული.

სომხეთში პროპორციული სისტემით არჩევნები პირველად იმართება. ამომრჩეველს არჩევანი აქვს: ხმა მისცეს მხოლოდ პოლიტიკურ პარტიას (ბლოკს) ან კიდევ ხმა მისცეს ერთ-ერთ კანდიდატს, რომელიც პარტიას ტერიტორიულ საარჩევნო ოლქში ჰყავს წარდგენილი.

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ხუთი პარტია მონაწილეობს: მმართველი "რესპუბლიკური პარტია", პარტია "სომხური აღორძინება", სომხეთის რევოლუციური ფედერაცია "დაშნაკ ცუტუნი", პარტია "თავისუფალი დემოკრატები" და სომხეთის "კომუნისტური პარტია". არჩევნებში ასევე ოთხი ბლოკი მონაწილეობს: ბლოკი "ცარუკიანი", ბლოკი "გამოსავალი", ბლოკი "ოგანიანი-რაფი-ოსკანიანი" და ბლოკი "კონგრესი - ნპა".

myquiz