ივანკა ტრამპი თეთრ სახლში ოფიციალურ თანამდებობას მიიღებს | Allnews.Ge

ივანკა ტრამპი თეთრ სახლში ოფიციალურ თანამდებობას მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტის შვილი ივანკა ტრამპი თეთრ სახლში ოფიციალურ თანამდებობას მიიღებს. ის დონალდ ტრამპის მრჩევლად დაინიშნება. აღსანიშნავია, რომ თანამდებობაზე ყოფნისას ის არ მიიღებს ანაზღაურებას, - იუწყება The New York Times.

ივანკა ტრამპი ოფიციალურად აშშ-ის ფედერალური სახელმწიფო მოხელე, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწე გახდება. მას უკვე გამოუყვეს კაბინეტი თეთრ სახლში.

აქამდე ივანკა ტრამპი აცხადებდა, რომ ტრამპის არაოფიციალური მრჩეველი იქნებოდა, რამაც კრიტიკა გამოიწვია, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ის გათავისუფლებული იქნებოდა ეთიკის ზოგიერთი წესების დაცვისგან.

"ვიცი, რომ ზოგიერთებს იმის შიში აქვს, რომ მე პრეზიდენტის მრჩეველი ვიქნები როგორც კერძო პირი. ამიტომაც მე თეთრი სახლის თანამშრომელი ვიქნები, რომელიც ანაზღაურებას არ მიიღებს და რომელზეც ყველა ის წესი ვრცელდება, რაც სხვა ფედერალურ მოხელეებზე", - ნათქვამია ივანკა ტრამპის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ივანკა ტრამპის მეუღლე ჯარედ კუშნერი ასევე ასრულებს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩევლის ფუნქციებს.

myquiz