რას ნიშნავს ფული და წარმატება ბილ გეიტსისთვის | Allnews.Ge

რას ნიშნავს ფული და წარმატება ბილ გეიტსისთვის

ფული, ძალაუფლება და სახელი ყველასთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს. ბილ გეითსისთვის კი კაპიტალი თავის საყვარელ ადამიანებზე ზრუნვისთვის სურს რომ ჰქონდეს.

"უორენ ბაფეტი ყოველთვის ამბობდა, რომ წარმატება იმით იზომება, შენი საყვარელი ადამიანები რამდენად ბედნიერები არიან, ასევე კარგი შეგრძნებაა, როდესაც იცი, რომ რაღაც ახალი შექმენი, ადამიანებს დაეხმარე"-განაცხადა ბილ გეითსმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ბილ გეითსმა 20 წლის ასაკში თავის ბავშვობის მეგობარ პოლ ალენთან ერთად "მაიკროსოფტი" შექმნა. სანამ 31 წლის გახდებოდა, გეითსი უკვე მილიარდერი იყო. ახლა ის დედამიწის ყველაზე მდიდარი ადამიანია და 85,2 მილიარდ დოლარს ფლობს, რომლის ნაწილსაც ბილ და მელინდა გეითსების საქველმოქმედო ფონდში რიცხავენ.

ფონდში დაახლოებით 40 მილიარდი დოლარია, რომელიც მილიონობით ღარიბის, მალარიითა და სხვა ინფექციებით დაავადებულთათვისაა გათვლილი.

myquiz