საჩუქარი, რომელიც ტომ ჰენკსმა თეთრი სახლის ჟურნალისტებს გაუგზავნა | Allnews.Ge

საჩუქარი, რომელიც ტომ ჰენკსმა თეთრი სახლის ჟურნალისტებს გაუგზავნა

ამერიკელმა მსახიობმა, ტომ ჰენკსმა, თეთრ სახლში მომუშავე ჟურნალისტებს საჩუქრად ყავის აპარატი და გამამხნევებელი წერილი გაუგზავნა.

"თეთრი სახლის პრეს-კორპუსს. განაგრძეთ ბრძოლა სიმართლისთვის, სამართლიანობისა და ამერიკული გზისთვის. განსაკუთრებით კი სიმართლისთვის"- აღნიშნულია ჰოლივუდის ვარსკვლავის წერილში, რომელიც საბეჭდით მანქანაზეა აკრეფილი.

საჩუქრების ფოტოსურათები თეთრი სახლში აკრედიტებული რამდენიმე ჟურნალისტის "ტვიტერის" გვერდზე სამადლობელ ტექსტთან ერთად ცოტა ხნის წინ გამოჩნდა.

მსგავსი საჩუქარი ტომ ჰენკსმა თეთრი სახლის რეპორტიორებს 2004 წელსაც გაუკეთა, როცა გაიგო, რომ ჟურნალისტები ყავას აპაატებიდან სვამდნენ.

მსახიობმა მაშინ აღნიშნა, რომ მისი საჩუქარი ახალი ამბების უწყვეტი ნაკადის შექმნის პროცესის ოდნავ მაინც შემსუბუქებას ემსახურება.

ჰოლივუდის მსახიობებისგან განსხვავებით ჟურნალისტებს არც თეთრ სახლში და არც მის ფარგლებს გარეთ ქვეყნის ახალი პრეზიდენტო დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ნამდვილად არ სწყალობს.

myquiz