მილიარდერები საკანონმდებლო ორგანოში | Allnews.Ge

მილიარდერები საკანონმდებლო ორგანოში

მიმდინარე კვირას ჩინეთის პარლამენტში ბევრი მდიდარი და გავლენიანი ადამიანი შეიკრიბა. კანონშემოქმედები პეკინში პარლამენტის ყოველწლიური სხდომის გასამართად შეხვდნენ ერთმანეთს.

ქვეყნის 150 მილიარდერზე მეტი სწორედ იმ ადამიანთა ჯგუფს განეკუთვნება, ვინც ჩინეთის საკანონმდებლო ორგანოსა და ქვეყნის სათათბირო ფუნქციის მქონე ორგანოს წევრებად აირჩიეს.

ამ ორგანოების 209 უმდიდრესი ადამიანების შემოსავალი ჯამში 500 მილიარდ დოლარს აჭარბებს და ეს უფრო მეტია ვიდრე შვედეთის, ნიგერიისა და ბელგიის მთლიანი შიდა პროდუქტი.

ყველაზე მდიდარი დელეგატი სატელეკომუნიკაციო კომპანია თენცენტ-ის თანადამაარსებელი და აღმასრულებელი დირექტორი მა ჰუატენია, რომელიც ამ დროისთვის 24 მილიარდი დოლარის მფლობელია.

ჩინეთის საკანონდებლო ორგანოს ყველაზე მდიდარი დეპუტატების ქონება და შემოსავალი ჯამში მათი ამერიკელი კოლეგების შემოსავალს ბევრად აღემატება, თუმცა სრულიად ჩინეთის წარმომადგენელთა კრებას კონგრესის გავლნა და ძალაუფლება აკლია.

ჩინეთის პარლამენტის ყოველწლიური შეხვედრებიც საჩვენებლად ეწყობა, ხმის მიცემაც ფორმალურად ხასიათს ატარებს, რადგან კენჭისყრა საბოლოო ჯამში მაინც მმართველი კომუნისტური პარტიის ინიციავების დამტკიცებით სრულდება.

myquiz